LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მიაჩნიათ მამაკაცებს საჭიროდ, რომ ქალი სილამაზის ეტალონად იქცეს?

28

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა ქალის სილამაზის ეტალონის დასადგენად, გამოკითხვა ჩაატარეს. როგორც სტატიის ავტორები აცხადებენ, გამოკითხვაში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ათი ათასამდე მამაკაცმა მიიღო.

 

როგორც გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობამ განაცხადა, ქალის მთავარი სილამაზე მისი თმაა. მეორე პოზიციაზე ქალის ხმა გავიდა, სამეულს კი სახე ასრულებს.

გარდა ამისა, ბრიტანელი მამაკაცები მიიჩნევენ, რომ ქალი სილამაზის ეტალონი ვერ იქნება, თუ მას ლამაზი წელი, მგრძნობიარე ტუჩები და კარგი ფაქტურის კანი არ აქვს.

 

ამასთან, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, თანამედროვეობაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა თვალებს ენიჭება, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არა თვალის ფერი, არამედ თვალის ჭრილი და გამოხედვაა.

 

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობამ, ქალის მთავარ იარაღად სწორედ თვალები აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები