LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრა პაიჭაძის რჩევები მანდილოსნებს

30

ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე, ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიურ პროპაგანდას ეწევა. ის ერთ-ერთი გამორჩეული გარეგნობის მქონე მოდელია, რომელიც მისი მომხიბვლელობის გამო მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ალექსანდრა „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– ალექსანდრა, თქვენ აქტიურად ეწევით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, რატომ და როდის დაიწყეთ აქტიურად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება?

– ვარჯიშის გარდა არაერთი ინტერესი მაქვს, მათ შორისაა ფსიქოლოგია და ასტროლოგია, მშვილდოსანი ვარ და 150% ით ვამართლებ ჩემს ნიშანს. სპორტული, ენერგიული, ლაღი, ოპტიმისტი. ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ ბევრი ადამიანისთვის შემეძლო დახმარება. არა მატერიალური, არამედ ფსიქოლოგიური და მენტალური. გადავწყვიტე ჩემი ჰობი, უფრო მასშტაბური და საზიაროდ მექცია. ამიტომ თითქმის ყოველდღე ვცდილობ 1 ადამიანი მაინც ჩავითრიო იმაში, რაც ახლა უკვე ასეთი მოდური გახდა. ეს არის ვარჯიში და შედარებით ჯანსაღი ცხოვრება. უსიგარეტოდ, სწორი კვებით, პოზიტივით, მიზანსწრაფულობით, შრომისმოყვარეობით. ის რასაც მე ვცდილობ მხოლოდ უკანალის და სხეულის ვარჯიში არაა, არც მოწონებების და გამომწერების ამბიცია არ მაქვს, მეგობრებიც ცოტა მყავს სოციალურ ქსელში. მოკლედ 2 წლის წინ ჩავიფიქრე რომ მთელი საქართველო უნდა ავავარჯიშოთ და ვაჩვენოთ რომ შეუძლებელი არაფერია, შედეგის თვალსაზრისით… იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები