ალექსანდრიას საკუთარი პიზის კოშკი აქვს. ეგვიპტურ ქალაქში 13 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და წაქცევის დროს, შემთხვევით, გვერდით შენობას დაეყრდნო. უცნაური ღირსშესანიშნაობა ადგილობრივებსა თუ ტურისტებს იმდენად მოეწონათ, რომ მის სანახავად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის. ხელოვნურ პიზის კოშკთან ფოტოებს იღებენ და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება სახლის დემონტაჟს არ იჩქარებს.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება, რადგან შენობებს ყოველგვარი ნებართვისა და ნორმების დაცვის გარეშე აშენებენ და ისინიც ძალიან მარტივად ინგრევიან. მაგალითად, 2012 წელს საცხოვრებელი სახლის დაშლის შედეგად 800 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.