LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alfa Romeo შესაძლოა ”ფორმულა 1”-ს დაუბრუნდეს

16

როგორც ”ფორმულა 1“-ის წარმომადგენელი იტყობინება, დიდი ხნის პაუზის შემდეგ შესაძლოა, რომ იტალიური ბრენდი Alfa Romeo კვლავ დაუბრუნდეს ჩემპიონატს. თუმცა, ამ საკითხში მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ჰყავს Ferrari-ს სახით.

”ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეულ კომპანიას მივცეთ შანსი იმისა, რომ ერთხელ მაინც მიიღოს მონაწილეობა ”ფორმულა 1”-ის შეჯიბრებებში. თუმცა, Alfa Romeo-ს არაერთხელ მიუღწევია წარმატებისთვის და მისი დაბრუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Alfa Romeo-ს გუნდის სახელით  ”ფორმულა 1”-ის ისტორიაში არაერთი წარმატებაა დაფიქსირებული. მათ შორის 10 გამარჯვება 110 ჩემპიონატზე, გარდა ამისა, 1950 და 1951 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებაც სწორედ იტალიურ გუნდის სახელს უკავშირდება. სწორედ ამ წლებში დასახელდნენ ჯუზეპე ფარინა და ხუან მანუელ ფანგინო საუკეთესო მძღოლებად.

გარდა ამისა, Alfa Romeo-სა და ”ფორმულა 1”-ის გუნდს 40 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. სწორედ იტალიელები ამარაგებდნენ ძრავის ნაწილებით ჩემპიონატებს 1979-დან 1985 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები