LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat-ის ქარხნის თანამშრომლები გაყინულ ცეხებს და დაბინძურებულ ტუალეტებს აპროტესტებენ

121
fiat

იტალიური საავტომობილო ქარხნის Fiat-ის თანამშრომლები ანტისანიტარიასა და სიცივეზე ჩივიან. ნეაპოლის სიახლოვეს მდებარე ქარხანაში დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, კონკრეტულად კი მათ არ მოსწონთ დაბინძურებული ტუალეტები, გათბობის ნაკლებობა და სპეც-ტანსაცმლის დეფიციტი. პროტესტის მესამე დღეს მოდელების Fiat Panda-ს და Alfa Romeo Tonale-ს წარმოება შეაჩერეს, თუმცა ამ ზომამ შედეგი ვერ გამოიღო. კონცერნი Stellantis, რომელსაც ეკუთვნის ეს ქარხანა, ყველა ბრალდებას უარყოფს.

„ქარხანა ბინძურია, ტუალეტები ყარს, სამუშაო ტანსაცმელი არ გვყოფნის – ზოგიერთ თანამშრომელს თვეობით უწევს ახალი ფორმის ლოდინი და განადგურებული ტანსაცმლით მუშაობს“ – ნათქვამია პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებაში.

Stellantis-მა კი განაცხადა, რომ კონცერნი ყოველთვის ხელშეკრულების პირობების მიხედვით მოქმედებს, პატივისცემით ეპყრობა თავის თანამშრომლებს და საავტომობილო წარმოებაში არსებულ კონკურენტულ გარემოსაც ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გაფიცულ ქარხანაში 4,5 ათასი ადამიანი მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები