LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტომ ჰენქსის 48 წლის Fiat აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

115
fiat

ონლაინ აუქციონზე Bring a Trailer გაიმართა ვაჭრობა, რომლის ფარგლებშიც 1974 წლის მინიატურული ჰეტჩბეკი polski Fiat 126p  გაიყიდა. ავტომობილი ცნობილ მსახიობს, ტომ ჰენქსს ეკუთვნოდა. მოდიფიკაციის ფარგლებში ექსკლუზიური ავტომობილი მთლიანად განაახლეს და სალონიც შეცვალეს. აუქციონის მიმდინარეობისას ლოტის ფასი 83 500 დოლარამდე გაიზარდა, რაც აღნიშნული მოდელისთვის რეკორდული ღირებულებაა.

კინომსახიობს ავტომობილი პოლონელებმა 2017 წელს აჩუქეს. ასეთი უჩვეულო საჩუქარი ენთუზიასტებს შემთხვევით არ შეურჩევიათ. ერთი წლით ადრე ტომმა მსგავსი ავტომობილის გვერდით ბუდაპეშტში ყოფნის დროს ხუმრობით რამდენიმე ფოტო გადაიღო.

მანამ სანამ ავტომობილს ახალ მფლობელს გადასცემდნენ, პოლონელებმა ის მთლიანად განაახლეს, ინტერიერი შეცვალეს და სალონში მსახიობის ცნობილი კინო-როლებიდან ციტატებიც დაამატეს.

ექსკლუზიური ლოტი 83 500 დოლარად გაიყიდა და ამ თანხას ჰენქსი ვეტერანების ფონდში გადარიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები