LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს მფლობელები ფსიქოლოგიური აშლილობისკენ არიან მიდრეკილები

47
autonewsbmw

ბრიტანული გამოცემის ScrapComparison-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც დაადგინეს, თუ რომელი ბრენდის ავტომობილების მძღოლები არიან ფსიქიკური აშლილობისკენ მიდრეკილები. ექსპერტთა ინფორმაციით, უცნაური ქცევა, კომუნიკაციის პრობლემები და ასევე ეგოცენტრულობა, ნარცისიზმი ყველაზე მეტად BMW-ს მძღოლებს ახასიათებთ. ბავარიული ბრენდის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემების რეიტინგში შემდეგ პოზიციას Audi-ს და Fiat-ის მფლობელები იკავებენ.

კვლევაში მონაწილეობა 2000-მა ადამიანმა მიიღო, მათ თავისი ავტომობილის ბრენდის, მოდელის, ფერის და ასევე სანომრე ნიშნის დასახელებას სთხოვდნენ. ამის შემდეგ ყველა მონაწილემ ფსიქოპათიის ტესტი გაიარა. შეფასების სისტემა 36 ქულიანი იყო, 0-დან 18 ქულამდე ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნიეს, 19-დან 26 ქულამდე – ფსიქოლოგიური გადახრის მანიშნებლად ჩაითვალა. ხოლო თუკი ადამიანი 27-ზე მეტ ქულას მოაგროვებდა, ეს ნიშნავდა რომ ნამდვილი ფსიქოპატი იყო.

გამოკითხვის შედეგად საშუალო ქულა 6,6 იყო. ხოლო BMW-ს მძღოლები ძალიან გამორჩეულები აღმოჩნდნენ და 12,1 ქულა დააგროვეს. მეორე ადგილს 11,7 ქულით Audi იკავებს. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მძღოლების ლიდერთა სამეულს Fiat ასრულებს. ამასთან, ყველაზე ადეკვატური მძღოლები Skoda-ს, Kia-ს და Seat-ს ჰყოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები