LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon აპირებს, რომ ამანათები ჰუმანოიდ რობოტებს დაარიგებინოს

109
Capture

Amazon ემზადება იმისთვის, რომ ჰუმანოიდი რობოტები ამანათების მიწოდების პროცესში ჩართოს, რაც შესაძლოა კომპანიის ლოჯისტიკის სფეროში გარდამტეხი ცვლილების მომასწავებელი იყოს. რობოტები იმუშავებენ სპეციალურად შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე და მომავალში შესაძლოა Rivian-ის ელექტრო ფურგონებითაც იმგზავრონ. სიახლის შესახებ Mechanical Engineering World წერს.

რეალურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული ტესტირებისათვის, „ამაზონი“ სან-ფრანცისკოში ე.წ. „ჰუმანოიდების პარკს“ ააგებს— სპეციალურ მარშრუტს, სადაც რობოტები სივრცეში გადაადგილებასა და სხვადასხვა დაბრკოლებასთან გამკლავებას ისწავლიან.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის მიზანი ამანათების უფრო ეფექტურად მიწოდებაა, სიახლემ საზოგადოებაში მაინც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ხალხი შიშობს, რომ ავტომატიზაცია ადამიანების დასაქმებაზე იქონიებს გავლენას.

სოციალურ ქსელში X აზრი ორად იყოფა: ზოგი აღფრთოვანებას გამოხატავს ტექნოლოგიური პროგრესით, ზოგი კი შიშობს, რომ რობოტები ადამიანებს ჩაანაცვლებენ.

საცდელი ტესტირების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, თუმცა პროგრამის ფართო მასშტაბებზე დანერგვის ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები