LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბავი კამაროზე

111
ამბავი კამაროზე

ალბათ ჭეშმარიტი ავტომოყვარულების უმრავლესობა ოცნებობს, ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონ ააწყოს საკუთარი ავტომობილი . წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობაა, როდესაც დაგეგმავ ავტოპროექტს, შეიძენ შესაფერის ავტომობილს და ააწყობ ისეთს, როგორზეც ოცნებობდი. სულ ცოტა იმაზე უკეთესი თუ გამოვიდა, ვიდრე შეძენამდე იყო, შეგიძლია იამაყო.

ამერიკელმა ბრეტ ერვინმა ისე დაასრულა თავისი 1967 წლის ”კამაროს” პროექტი, სავარაუდოდ მაქსიმალური სიამოვნებაც მიიღო და პროექტიც 100 პროცენტით გამოუვიდა. 

ბრეტი შეხვდა ადამიანს, რომელსაც დაწყებული ჰქონდა Camaro-ს პროექტი, თუმცა დასასრულებლად ფული არ ჰყოფნიდა. ადვილი წარმოსადგენია, რას იზამდა ”კამაროს” მოყვარული, ფულიანი ადამიანი ამ შემთხვევაში. თუმცა შემდეგი ორი წელი კონცეფციის მოფიქრებაში დაიხარჯა.

დავიღალე მუდმივად ერთმანეთის მსგავსი ”კამაროების” ყურებით. მინდოდა რაიმე ისეთი შემექმნა, რაც გასაგებიც იქნებოდა, უნიკალურიც და მასაში გამორჩეული,” – ამბობს ბრეტ ერვინი. 

ამ მიზნის მიღწევა ისეთი რთული არ აღმოჩნდა, როგორც ბრეტს ეგონა. მისი აზრით, ეს ყველაფერი ექსტერიერის და პროფილის დამსახურებაა: ”პროექტზე მუშაობისას ყველაზე დიდი პრობლემა საღებავის შერჩევა აღმოჩნდა. მინდოდა რაიმე განსხვავებული, თუმცა დახვეწილი. პრიალა შავი , მქრქალი (ე.წ. ”მატოვი”) შავი ფერის ზოლებით უბრალოდ იდეალურია. პროფილს რაც შეეხება, ეს უბრალოდ ამ მანქანის საუკეთესო პოზიციაა. ჩემთვის, სამუშაოს დაწყების დღიდან უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.” 

საბოლოო ჯამში, ბრეტ ერვინს მაინც ნამდვილი, 1967 წლის Camaro ჰყავს – თავისი ხელით აწყობილი და ინდივიდუალური სტილით აშკარად გამორჩეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები