LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში ორი Infiniti ავტოსალონის თანამშრომლების თვალწინ გაიტაცეს.

19

ამერიკაში ორი Infiniti ავტოსალონის თანამშრომლების თვალწინ გაიტაცეს. გამოცემა „Chikago Tribune“-ის ინფორმაციით, შემთხვევა დღისით, მზისით, ილინოისის შტატში მოხდა. გამტაცებლებმა სადილერო ცენტრიდან 2014 და 2016 წლის კროსოვერები გაიტაცეს. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, 2 მამაკაცი სალონში შევიდა, ავტომობილში ჩასხდა, იქვე დაკიდებული გასაღები მოარგო და ტერიტორია ძალიან მშვიდად დატოვა. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ იქვე მყოფმა თანამშრომლებმა შოკიდან გამოსვლაც კი ვერ მოასწრეს. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს Jagur Land Rover-ის ავტოსალონიც გაძარცვეს და იქიდანაც 2 ავტომობილი წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პოლიცია ამ ორ დანაშაულს ერთმანეთთან აკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები