LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელმა ქალბატონმა Infiniti-ის მარკის ავტომობილი პარკინგიდან სრულიად შემთხვევით გაიტაცა

101

კანადელი ქალი ორი კვირა სხვისი მანქანით დადიოდა და ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ქონდა. უყურადღებო მძღოლმა Infiniti-ს მარკის ავტომობილი პარკინგიდან სრულიად შემთხვევით გაიტაცა. რაც ყველაზე საინტერესოა, ქალბატონს Nissan Sentra ყავდა და თავისსა და სხვის ავტომობილს შორის განსხვავებას ვერ მიხვდა. “ნისანი” მან ერთ-ერთი კომპანიისგან იქირავა და როდესაც ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, ავტომობილის დასაბრუნებლად წავიდა. შეცდომაც სწორად მაშინ გაირკვა, რადგან გამქირავებელმა თავისი Nissan-ის ნაცვლად Infiniti-ს მიღებაზე უარი განაცხადა. ადგილზე მაშინვე სამართალდამცავები გამოიძახეს, თუმცა, საქმის აღძვრა არ გახდა საჭირო. პოლიციამ მარტივად დაადგინა, რომ კანადელს ავტომობილები აერია და გატაცებაც სრულიად დაუგეგმავად მოხდა. Infiniti-ს ადგილიდან დაძვრა კი მან სალონში დატოვებული ელექტრო გასაღებით შეძლო. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ავტომობილი პარკინგზე იდგა, თავის საქმეების მოსაგვარებლად კი ის გატაცებული მანქანით დადიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები