ამერიკელები „აშშ-ს ყველაზე მომაკვდინებელი ავტომობილის“ საყიდლად ყველაფერს აკეთებენ. Mitsubishi-ს უახლესი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Mirage ბაზრის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს: 2024 წლის მესამე კვარტალში „ბიუჯეტური“ მოდელის გაყიდვები 2,5-ჯერ გაიზარდა. Mirage-ს წარმატება ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან რეალიზების ზრდა ბაზრის ვარდნას დაემთხვა და მოდელმა წარმატებას ცხოვრებისეული ციკლის ბოლოს მიაღწია.
ამერიკის საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა Mitsubishi Mirage 2023 წლის ყველაზე საშიშ ავტომობილად დაასახელა. სტატისტიკის მიხედვით, დარეგისტრირებულ მილიონ სატრანსპორტო საშუალებაზე 205 სიკვდილი მოდის, ეს კი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. თუმცა, მზარდი ინფლაციის ფონზე ამერიკელებმა მოდელის ღირსებებზე გადაიტანეს ყურადღება.
ჰეტჩბეკისა და სედანის მთავარი უპირატესობა კი ფასია, Mirage ეს არის ყველაზე ახალი და ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი აშშ-ში.