LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა 745 სიმძლავრის Mercedes-AMG GT ააწყვეს

37

ამერიკულმა მრბოლელთა ჯგუფმა – Dime Racing, რომელიც ასევე დაკავებულია ტუნინგ საქმიანობით, Mercedes-Benz-ის სუპერქარის AMG GT-ის საკუთარი ვერსია წარმოადგინა. ორკარიანი ,,ლამაზმანი’’ 745 ცხენის ძალის სიმძლავრით იქნა წარმოდგენილი.

Dime Racing-ის ინჟინრებმა თავიდან დააპროგრამეს მართვის ბლოკი რითაც ოთხლიტრიანი ტვინ-ტურბო რვა ცილინდრიანი ძრავი გაცილებით ძლიერი გახდა. ასევე შეიცვალა გაგრილებისა და გამონაბოლქვის სისტემა.

სტანდარტული Mercedes-AMG GT-სგან განსხვავებით, რომელიც 462 ცხენის ძალის სიმძლავრის იყო და 100 კმ/სთ სიჩქარეს ზუსტად 4 წამში ანვითარებდა, განახლებულმა მოდელმა 745 ცხენის ძალის სიმძლავრის აგრეგატი მიიღო და 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.8 წამში ანვითარებს, რაც 0.2 წამით ნაკლები სტანდარტულ ვერსიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები