ამერიკულმა ავტომაღაზიამ ”1016 indistries” წარადგინა ლეგენდარული სუპერქარის, Lamborghini Huracan-ის გაუმჯობესებული ვერსია. Renato – სწორედ ასე უწოდებენ ამერიკელები კუპეს, რომელსაც, როგორც ამბობენ, განსაკუთრებული აეროდინამიკული დიზაინი აქვს.
უნიკალური აეროდინამიკული მასალა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილმა პროფესიონალთა გუნდმა დაამზადა. ახალმა დეტალებმა კი ავტომობილის ტექნიკური დეტალების შეცვლაც მოითხოვა, რაც ჰაერის შემშვები სისტემის, სამუხრუჭე მექანიზმების და გაგრილების სისტემის ცვლილებებით გამოიხატა.
გარდა ამისა, ავტომობილმა დამატებითი უკანა ტუჩიც მოითხოვა, რომლის დახმარებითაც 117კმ/სთ სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ასფალტზე წონასწორობას ინარჩუნებს.
Lamborghini Huracan Renato უნიკალური ხმოვანი გამშვები სისტემასთან ერთად, ძრავის განახლებული ელექტრობლოკითაც აღიჭურვა. საბოლოო ჯამში 5,2 ლიტრიანი V10 ტიპის ძრავის სიმზლავრე 610 ცხენის ძალიდან 630 ცხენის ძალამდე გაიზარდა…
ამ ეტაპისთვის ავტომობილის აჩქარებისა და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ცნობები არ არსებობს თუმცა, სტანდარტული Lamborghini Huracan 100კმ/სთ სიჩქარეს 3,2 წამში ანვითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სისწრაფე 325კმ/სთ-ს შეადგენს.