LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა Porsche Boxster ნამდვილ სუპერქარად გადააქციეს

55

ამერიკელებმა Porsche Boxster ნამდვილ სუპერქარად გადააქციეს. ტიუნინგ ატელიე Bisimoto Engineering-მა გადაწყვიტა საკულტო გერმანული ავტომობილისგან ნამდვილი ექსტრემალური მოდელი შეექმნა. ამისთვის სპეციალისტებმა ავტომობილიდან ყველა ზედმეტი დეტალი გააქრეს და მძღოლის სავარძელი სალონის ცენტრში გადმოიტანეს. ინჟინერებმა ბევრი იმუშავეს იმაზეც, რომ ატომობილის მასა მაქსიმალურად შეემცირებინათ. მას 19 დიუმიანი დისკები დაუმონტაჟეს, ძრავი კი ლამის სულ თავიდან ააწყვეს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა 2 მძლავ ტურბინს, რომელიც აგრეგატის ძალას ერთი-ორად ზრდის. ავტომობილი აღჭურვეს ღილაკი „To Pass“-ით, რომელიც ძრავს საშუალებას აძლევს, რომ 526 ცხენის ძალა გამოიმუშავოს. და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ სუპერქარმა მოდიფიცირებული სამუხრუჭე სისტემაც მიიღო, რაც მის ფუნქციონირებას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები