ამერიკულმა გამოცემა Ward’s Auto-მ ყოველწლიური კონკურსის ათი საუკეთესო ძრავის შედეგები გამოაქვეყნა. პირველად, კონკურსის არსებობის 23 წლიანი ისტორიის განმავლობაში გამარჯვებულებს შორის არ აღმოჩნდა არცერთი რვა ცილინდრიანი ძრავი.
Ward’s Auto-ს რედაქტორებმა ავტომობილები ორი თვის განმავლობაში გამოსცადეს, შეაფასეს საწვავის ხარჯი, ვიბრაციის დონე და ძრავის ხმა. გარდა ამისა, მხედველობაში მიიღეს მონაცემები სიმძლავრის შესახებ, ბრუნვის მომენტი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა პარამეტრები.
გამარჯვებულთა ტოპ ათეული ასეთია:
3.0 ტურბირებული I6 – BMW M240i
1.5 i4/ელექტროძრავი – Chevrolet Volt
3.6 V6/ელექტროძრავი – Chrysler Pacifica Hybrid
2.3 ტურბირებული I4 – Ford Focus RS
2.0 i4/ელექტროძრავი – Honda Accord Hybrid
1.4 ჰიბრიდული I4 – Hyundai Elantra Eco
3.0 ტურბირებული V6 – Infiniti Q50
2.5 ტურბირებული I4 – Mazda CX-9
2.0 ტურბიებული I4 – Mercedes-Benz C300
2.0 ტურბირებული I4 – Volvo V60 Polestar
მთლიანობაში სპეციალისტებმა 40 მოდელი შეისწავლეს, რომელთა საბაზო ვერსიების ღირებულება 62 000 დოლარს არ აღემატებოდა.