LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა ვეტმფრენი-ლიმუზინი შექმნეს

135

ამერიკელებმა ვეტმფრენი-ლიმუზინი შექმნეს. საინტერესო იდეის ავტორი კომპანია Jetsetter გახდა და ბიზნეს-ჯეტი მათ ჩვეულებრივი გზებისთვის განკუთვნილ ავტომობილად გადააქციეს. სიახლეს სახელად Lear Jet ეწოდა და ის ბენზინის V8 ძრავითაა უზრუნველყოფილი. ლიმუზინის მთავარი დანიშნულება სავარაუდოდ, სარეკლამო მიზნები იქნება.

როგორც ცნობილია, „მფრინავი ლიმუზინის“ მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. სიახლემ ძარის განსაკუთრებული ფერი Red Carpet ანუ – წითელი ხალიჩა, ძლიერი აუდიოსისტემა და რამდენიმე დასაჯდომი ადგილი მიიღო. Lear Jet-ის ინტერიერი ლიმუზინს გავს და იატაკმა და ჭერმა სპეციალური განათება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მფრინავი ავტომობილების კონცეფცია პირველი ნამდვილად არ არის და მსგავსი კონსტრუქცია ივლისის თვეშიც შეიქმნა, ეს იყო სპორტქარი, რომელიც თავის თავში წყალში მოტივტივე ნავსა და საჰაერო ბურთს აერთიანებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები