LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი მამაკაცი ოკეანეში პიკაპით გაიჭედა (ვიდეო)

41

ამერიკელი მამაკაცი ოკეანეში პიკაპით გაიჭედა. შტორმის ეპიცენტრში აღმოჩენილი მძღოლის გადასარჩენად მაშველებს სპეცტექნიკისა და ვეტმფრენების გამოყენება დასჭირდათ. შემთხვევის შესახებ ცნობილი, ფოტოგრაფ ტაილერ უაიტსაიდის პოსტით გახდა. ფოტოგრაფი შტორმის გადაღებაზე მუშაობდა, როდესაც ოკეანეში შესული ავტომობილი დაინახა. ტაილერს თავდაპირველად ეგონა, რომ მამაკაცი თვითმკვლელობას ცდილობდა, თუმცა შემდეგ სხვა შტატის სანომრე ნიშანი შეამჩნია და მიხვდა, რომ მძღოლმა უბრალოდ მოძრაობის წესები არ იცოდა. როგორც ჩანს, დაბნეული პიკაპი სხვებმაც შეამჩნიეს და მაშველებს დროულად გამოუძახეს. დიდი ძალისხმევის შედეგად მძღოლი საღ-სალამათი გადაარჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები