ამერიკელი მამაკაცი საყვარელი ბურგერების მისართმევად მოტოპარაპლანით ჩაფრინდა. ცნობილმა ბლოგერმა ტაკერ გოტიმ საზოგადოებას თავი უცნაური საქციელებით დაამახსოვრა. რაც შეეხება ფრენას, ეს მისი საყვარელი საქმიანობაა და მზადაა პარაპლანით წასახემსებლადაც კი გაფრინდეს.
როგორც ტაკერი თავის ბლოგში აცხადებს, ყოველ დღე ფრენა არც თუ ისე პრაქტიკულია, თუმცა როგორც კი საინტერესო ადგილებს პოულობს ის მზადაა თავისი აპარატი გამოიყენოს.
რაც შეეხება მაკდონალდსის რესტორანს, მას ძალიან დიდი ეზო ქონდა, რაც ავტოპარაპლანის დასაჯდომად შესანიშნავი ადგილი იყო, ამიტომ ტაკერს ბევრი არ უფიქრია და ბურგერის მისართმევად გაფრინდა. საბედნიეროდ, ადგილობრივებს ეს საქციელი ძალიან სახალისოდ მოეჩვენათ და პოლიცია არ გამოუძახებიათ.
–