LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ქალი აეროპორტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმით მივიდა

69

ამერიკელი ქალი აეროპორტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმით მივიდა. ვენის საერთაშორისო აეროპორტი 60 წლის მგზავრის გამო გადაკეტეს, ქალბატონს ნაღმის ბორტზე ატანა სურდა და თან ამტკიცებდა, რომ ეს მხოლოდ სუვენირი იყო. ამერიკელმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი არტეფაქტი ტყეში სეირნობის დროს იპოვა, სასტუმროში წაიღო, სადაც გაასუფთავა და სახლში წასაღებად მოამზადა. აეროპორტში მისულმა კი ბარგის კონტროლის დროს, ნაღმი ამოიღო და იკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისი ტრანსპორტირება. ამან აეროპორტის თანამშრომლები შოკში ჩაყარა, მათ მაშინვე მაშველები და პოლიცია გამოიძახეს. აეროპორტი კი საერთოდ დახურეს, რათა სხვა მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები