LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ქურდებისთვის მექანიკა მეტისმეტად რთული აღმოჩნდა

72

ფლორიდას შტატში, ბონიტა სპრინგსელმა ორმა მოზარდმა, რომლებმაც Domino’s Pizza-ს საკურიერო ავტომობილის გატაცება სცადეს, მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან გამკლავება ვერ მოახერხეს. ამის შესახებ Miami Herald წერს.

პოლიციის ანგარიშში მითითებულია, რომ ისააკ ჰავიერ ორტეზმა, რომელიც 13 წელია პიცის მიმწოდებლად მუშაობს, თავისი Toyota Corolla ვერმონტ-სტრიტზე, ერთ-ერთ სახლთან დააპარკინდა. როგორც წესი, შეკვეთის გადაცემა ხუთ წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება, ამიტომ ძრავი არ გამორთო.

ამჯერად აღმოჩნდა, რომ სახლის მეპატრონეს პიცა არ შეუკვეთავს. სანამ სიტუაციას არკვევდა, ორტეზმა გაიგონა როგორ ცდილობდა მისი ავტომობილით ვიღაც წასვლას. მან ორი მოზარდი დაინახა, რომლებმაც საჭირო სიჩქარე ვერ ჩართეს, ავტომობილიდან გადახტნენ და გაიქცნენ. მოგვიანებით ისინი პოლიციამ დააკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები