LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ბენზინისა და დიზელის ფასი რეკორდულად გაიზარდა

350
fuel

აშშ-ში ბენზინისა და დიზელის ფასები რეკორდულად გაიზარდა. ამერიკის მთავრობა აღიარებს, რომ საწვავის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მსგავსი რამ 2008 წლის საწვავის კრიზისის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

9 მარტის მონაცემებით, ერთი გალონი ბენზინი (4,546 ლიტრი) 4,17 დოლარი ღირს, დიზელის ფასი კი 4,85 დოლარია.

ფასების კატასტროფულად ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას და აგრესიას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საწვავის საშუალო ფასი მხოლოდ 2,79 დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში საწვავის ყველაზე დაბალი ფასი 2020 წლის გაზაფხულზე დაფიქსირდა. მაშინ ზოგიერთ შტატში გალონი ბენზინი დოლარზე ნაკლებიც კი ღირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები