აშშ-ის ავტო ბაზარზე იაფფასიანი უცხოური ავტომობილების გაქრობის რისკი გაჩნდა. საქმე ეხება ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Toyota, Nissan და Hyundai. როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს, ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება USMCA არ გაგრძელდება.
USMCA (აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება) საშუალებას აძლევს კომპანიებს, აწარმოონ ავტომობილები ჩრდილოეთ ამერიკაში და გამოიყენონ მექსიკასა და კანადაში დამზადებული კომპონენტები, რომლებიც აშშ-ში საბაჟო გადასახადების გარეშე შედის. სწორედ ეს მექანიზმი ეხმარება ავტომწარმოებლებს დაბალფასიანი მოდელების შეთავაზებაში.
თუ შეთანხმება არ გაგრძელდა, იმპორტზე დამატებითი ტარიფები დაწესდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წარმოების ხარჯებს. შედეგად, კომპანიები შესაძლოა იძულებული გახდნენ, იაფი მოდელები საერთოდ ამოიღონ ამერიკული ბაზრიდან.
შეთანხმება ძალაში 2020 წელს შევიდა 16 წლიანი ვადით, თუმცა მისი გაგრძელება აუცილებელია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი კერძო საუბრებში არ გამორიცხავდა შეთანხმებიდან გამოსვლას, რაც ავტომობილების ბაზარზე სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს.