ამერიკელი ავტომოყვარული Tesla-ს უახლეს როდსტერს 100%-იანი ფასდაკლებით მიიღებს. ბენ სალინსს იმისათვის, რომ ახალი თაობის ელექტრომობილი უფასოდ მიეღო, 55 ახალი მყიდველის მოყვანა დასჭირდა. საინტერესო წინადადება ტესლას ავტომობილების მფლობელებს მობილური შეტყობინებით მიუვიდათ, კომპანია პირობას დებდა, რომ ყველა ის ადამიანი ვინც 5 კლიენტს მიიყვანდა, Founders Series უახლესი პარტიის ნებისმიერ ავტომობილზე 10%-იან ფასდაკლებას მიიღებდა. ბენ სალინსი კი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც არამხოლოდ 100%-იანი ფასდაკლების მიღება მოახერხა, არამედ დამატებით სხვადასხვა პრიზებითაც დასაჩუქრდება.
