LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა დალია, საჭესთან დაჯდა და პოლიციაში დარეკა

53

ამერიკელმა დალია, საჭესთან დაჯდა და საკუთარ თავზე საჩივლელად პოლიციაში დარეკა. შემთხვევა ფლორიდას შტატში მოხდა. მამაკაცმა 911-ზე დარეკა და სამართალდამცავებს ამცნო, რომ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. დისპეჩერმა მას გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა მამაკაცი დიდხანს ყოყმანობდა. გარდა ამისა, ის ისეთი ნასვამი იყო რომ ვერც სახელს იხსენებდა და ვერც იმას თუ სად იმყოფებოდა. თუმცა, პოლიციამ მისი ადგილმდებარეობის დადგენა მაინც შეძლო და მალევე დააკავა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამერიკელს კანონთან პრობლემები აქამდეც არაერთხელ ქონია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები