LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ქალმა სიყვარულის პოვნა საახალწლო და სავიზიტო ბარათებით სცადა

110
Paige-Davis-Christmas-card-122925-5ec3e1b3c47c42af89eeee91ba050968

აშშ-ის მცხოვრები 34 წლის პეიჯ დევისი უკვე ოთხი წელია ცდილობს პირადი ცხოვრების მოწყობას საკმაოდ უჩვეულო გზით – საახალწლო ბარათებისა და სავიზიტო ბარათების დახმარებით. საკუთარი ისტორია მან გამოცემა People-ს გაუზიარა.

2025 წელს დევისმა გადაწყვიტა ექსპერიმენტი კიდევ უფრო გაერთულებინა: ტრადიციულ საახალწლო ბარათებთან ერთად მეგობრებსა და ნაცნობებს სპეციალური სავიზიტო ბარათებიც დაურიგა. ბარათებზე დატანილია მისი ფოტო და QR კოდი, რომელიც ქალის სოციალურ ქსელებთანაა დაკავშირებული. იდეის მიხედვით, მეგობრებმა ეს ბარათები იმ მარტოხელა მამაკაცებს უნდა გადასცენ, რომლებიც, მათი აზრით, პეიჯს შეეფერებიან.

როგორც დევისი ამბობს, საკუთარი თავის „რეკლამირების“ იდეა პირველად 2022 წელს გაუჩნდა. მაშინ მან პროფესიონალური ფოტოსესია მოაწყო და ფოტოები საახალწლო ბარათებად აქცია. ბარათის ტექსტში ის ადრესატებს სთხოვდა, მისალოცი სახლში თვალსაჩინო ადგილას დაედოთ, რათა სტუმარ მამაკაცებს, განსაკუთრებით მარტოხელებს, მისი დანახვის შანსი ჰქონოდათ. სურვილების სიაში დევისმა ხუმრობით დაამატა, რომ კანდიდატი სასურველია იყოს მაღალი და წარმატებული.

თუმცა მცდელობებს ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია. „სამწუხაროდ, ეს სრული ფიასკო აღმოჩნდა. ან ჩემს მეგობრებს უნდათ, რომ სამუდამოდ მარტო დავრჩე, ან უბრალოდ არ იცნობენ არც ერთ თავისუფალ მამაკაცს – ერთი შეხვედრის შეთავაზებაც კი არ მიმიღია“, – ამბობს დევისი.

მიუხედავად კრიტიკისა, რომლის მიხედვითაც ასეთი მიდგომა „სასოწარკვეთილად“ გამოიყურება, ქალის მეგობრები მის კრეატიულობას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, პეიჯის საახალწლო ბარათები უკვე პატარა ტრადიციად იქცა და ყოველ წელს ელოდებიან.

თავად დევისი კი არ ნებდება და ამბობს, რომ უცნაური, მაგრამ გულწრფელი გზით სიყვარულის ძებნას მომავალშიც გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები