LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Lamborghini Miura აუქციონზე – ფასმა შესაძლოა 4 მილიონ დოლარს გადააჭარბოს

133
1428x1428 (2)

მაისის შუა რიცხვებში აუქციონის სახლი Mecum Auctions გასაყიდად გამოიტანს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სუპერქარს – Lamborghini Miura P400 SV-ს, რომელიც 1972 წელსაა გამოშვებული.

ეს კონკრეტული ეგზემპლარი უნიკალურია – ითვლება, რომ ეს არის ერთადერთი Miura, რომელიც ქარხნიდან სწორედ ასეთი დიზაინით გამოვიდა. ავტომობილი სრულად არის რესტავრირებული და მხოლოდ 1516 კილომეტრი აქვს გავლილი, რაც მის საკოლექციო ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.

ვიზუალურად მანქანა გამოირჩევა:

  • კაშკაშა ლურჯი ძარა
  • ოქროსფერი ზოლები და დისკები
  • კონტრასტული თეთრი ტყავის ინტერიერი


გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია კონდიციონერით, იმ დროისთვის იშვიათი ოპცია, რომელიც დაახლოებით 30 მანქანას თუ ჰქონდა.

ტექნიკურად, მოდელი აღჭურვილია 3.9 ლიტრიანი V12 ძრავით (385 ცხ.ძ.), ოთხი კარბურატორით და 5 საფეხურიანი მექანიკური კოლოფით. უკანა წამყვანი და სრულად დამოუკიდებელი დაკიდება მას იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე სპორტულ ავტომობილად აქცევდა.

სულ 1971-1973 წლებში მხოლოდ 150 ერთეული Lamborghini Miura P400 SV დამზადდა. მსგავსი მოდელები ბოლო პერიოდში 4.4 მილიონ დოლარზე მეტადაც გაიყიდა, ამიტომ ამ კონკრეტული ლოტის საბოლოო ფასმა შესაძლოა მოლოდინსაც გადააჭარბოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები