LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი მძღოლებს სიჩქარის ახალ რეჟიმთან შეგუებაში დაეხმარება

118
thumb_1920x1080_uitsnede-11zon

ამსტერდამში ფსიქოლოგიურ ტრიუკებს გამოიყენებენ, რათა მძღოლებს დაეხმარონ იმის გააზრებაში რომ ქალაქის ზოგიერთ გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 50-დან 30-მდე შემცირდა. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

პირველ რიგში ცენტრალურ და გვერდით საგზაო აღნიშვნებს წაშლიან. ეს გზას ვიზუალურად უფრო განიერს გახდის და მძღოლს აიძულებს მეტი ყურადღებით და შესაბამისად უფრო დაბალი სიჩქარით იაროს.

მეორე – დახატავენ ახალ ცენტრალურ ხაზს, რომელიც ვიზუალურად ასევე უფრო განიერი იქნება და სავალი ზოლი უფრო ვიწრო გამოჩნდება ვიდრე სინამდვილეში არის.

ამსტერდამში აქტიურად იყენებენ ფსიქოლოგიურ მიდგომებს, რათა გზა მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ. მაგალითად, ქალაქში უკვე არის ველოსიპედისტთა შუქნიშანი, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები