LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი წითელი ფარნების ქუჩაზე მარიხუანას აკრძალავს

265
230210042440-01-amsterdam-red-light-district-081818-restricted

ამსტერდამის ქუჩებში მარიხუანის მოხმარება აიკრძალება და გადაიდგმება ნაბიჯები იმისთვისაც რომ წითელი ფარნების ქუჩაზე ალკოჰოლის რაოდენობაც შეამცირონ.

ასეთი აკრძალვის მიზეზი ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, წერს CNN.

ხელისუფლების გეგმით, დასაწყისისთვის მარიხუანა აიკრძალება, ალკოჰოლის გაყიდვა კი მაქსიმალურად გართულდება. ალკოჰოლის ყიდვა უკვე შეუძლებელია 16:00 საათის შემდეგ ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით. მომავალში სპირტიანი სასმელი მაღაზიის დახლებიდან საერთოდ უნდა აიღონ და შიგნით შესულ მყიდველს ის თვალში არ უნდა მოხვდეს.

„ქალაქის ძველი ცენტრის მაცხოვრებლები მასობრივი ტურიზმის გამო ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდიან, რაც ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებასაც უკავშირდება“ – ნათქვამია ამსტერდამის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

ნასვამი ტურისტების გამო ადგილობრივებს მშვიდად ძილი უჭირთ, რაიონი კი ცხოვრებისთვის ნაკლებად უსაფრთხო ხდება.
თუკი ახალი წესები არ იმოქმედებს, მომავალში მსუბუქი ნარკოტიკის გაყიდვაც აიკრძალება.

სიახლე ძალაში მაისის შუა რიცხვებიდან შევა. ამსტერდამელებს კი თავისი პოზიციის დაფიქსირება ონლაინ შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები