LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის ცენტრში ბანაობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს

105
Depositphotos_651949956_XL

ამსტერდამის ცენტრში ბანაობისთვის განკუთვნილი პირველი ოფიციალური ზონა გაჩნდა. ეს ადგილი ადგილობრივთა შორის წარსულშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიერიდან კი დეტალური კვლევების შემდეგ მან ოფიციალური სტატუსი მიიღო. სიახლის შესახებ NL Times წერს.

რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპერტები წყლის და ნიადაგის ხარისხს რეგულარულად ამოწმებდნენ და შედეგები სტაბილურად კარგი იყო. მერიამ დაიქირავა ასევე ექსპერტები, რომლებმაც წყალში ყველა დაბრკოლება აღკვეთეს, რათა მოცურავეებმა შემთხვევით ტრავმები არ მიიღონ. ამ სამუშაოების დამსახურებით საბანაო ადგილი ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.

აპრილში, საცურაო სეზონის დაწყებასთან ერთად, ამსტერდამელებს წყლის ხარისხის შესახებ აქტუალური ინფორმაცია ექნებათ და ყველა სიახლეს ადგილზეც გაიგებენ.
საინტერესოა, რომ ამსტერდამში საცურაოდ 10 ოფიციალური ადგილია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები