LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიურ ქალაქში საცურაო კოსტიუმით სეირნობა აკრძალეს

115
IMG_4209

იტალიის ქალაქ გალიპოლიში ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც ისტორიულ ცენტრში საცურაო კოსტიუმით ან შიშველი ტორსით სეირნობას კრძალავს. ახალი წესი 30 სექტემბრამდე იმოქმედებს. Ansa-ს ინფორმაციით, წესის დარღვევისთვის დამსვენებლებს 125 ევროთი დააჯარიმებენ.

ასევე, ქალაქის ადმინისტრაციულ შენობებში საზღვაო ტანსაცმლით, შორტებით ან მაისურით შესვლაც აიკრძალა. მერიის განცხადებით, სიახლის მიზანი პოპულარულ დანიშნულებაში სისუფთავის და წესრიგის დაცვაა.

ადგილობრივებს შეუძლიათ, რომ წესების დამრღვევების შესახებ მერიას სოციალური ქსელებითაც შეატყობინონ.

მანამდე, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ქალი ბიკინითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობდა. მოქალაქეები ამით უკმაყოფილო დარჩნენ, თუმცა მაშინ ქალი არ დაუჯარიმებიათ, რადგან კანონი ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული.

საინტერესოა, რომ გალიპოლი ყოველწლიურად ასეულობით ათას ტურისტს მასპინძლობს და ბოლო წლებში სხვა წესებიც გაამკაცრეს— მაგალითად, პლაჟზე სახლიდან მოტანილი საკვების მირთმევა სასტიკად აკრძალულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები