LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში ამინდის გაუარესების გამო რამდენიმე თვითმფრინავი ექსტრემალურად დასვეს (ვიდეო)

24

ამსტერდამში ამინდის გაუარესების გამო რამდენიმე თვითმფრინავი ექსტრემალურად დასვეს. როგორც სხიპჰოლის აეროპორტში გადაღებული კადრებიდან ჩანს, შტორმისა და ძლიერი ქარის გამო ლაინერები აეროპორტში დააბრუნეს და მათი დაფრენა მარტივი ნამდვილად არ იყო. არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში ავიაკომპანია KLM-ის – Boeing 737, საემიროების Airbus – A380 და ასევე Qatar Airways-ის –Boeing 777 აღმოჩნდნენ. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ უზარმაზარ ხომალდებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა და პილოტებს მათ დასასმელად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები