LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში ღამურების მაძებარი რაზმი შექმნეს

106
Screenshot 2025-05-07 183543

ამ გაზაფხულსა და ზაფხულს ამსტერდამის ზოგიერთ რაიონში გამოჩნდებიან ადამიანები ნარინჯისფერი ჟილეტებით, რომლებიც ჭოგრიტებითა და სპეციალური ხელსაწყოებით იქნებიან შეიარაღებული. ეს იქნებიან ეკოლოგები, რომლებიც ღამურების ბინადრობის ადგილებს ეძებენ. მათი საქმიანობა ცხოველებს დაიცავს და თან იმ მოქალაქეებს დაუზოგავს ფულს, ვისაც თავისი სახლის დათბობა სურს. სიახლის შესახებ de zeen წერს.

საქმე ისაა, რომ ღამურები და სხვა დაცული სახეობები ხშირად სახლების ბზარებში და სახურავების ქვეშ სახლობენ. როდესაც სახლს ათბობენ ეს ადგილები ქრება და ცხოველებსაც დაღუპვა ემუქრებათ. ამის თავიდან ასარიდებლად, კანონის მიხედვით სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო.

თუმცა, ამიერიდან ამით თავად ქალაქი დაკავდება – სპეციალური დაჯგუფებები შეისწავლიან რაიონებს და შეადგენენ რუკებს, სადაც ღამურები ცხოვრობენ.

ეკოლოგები ღამით მუშაობენ, ანუ მაშინ როცა ღამურები აქტიურები არიან. ისინი იყენებენ სითბურ კამერებს და დეტექტორებს, რომლებსაც ცხოველის ხმის დაფიქსირება შეუძლიათ. კვლევის დასრულების შემდეგ მერია შეიმუშავებს გეგმას: მაგალითად, შექმნის ახალ თავშესაფარს ცხოველებისთვის, რათა მოქალაქეებმა სახლების დათბობა დამატებითი შემოწმებების გარეშე შეძლონ.

ამ დროისთვის რაზმები ქალაქის სამ რაიონში მუშაობენ, თუმცა მოგვიანებით პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები