ამსტერდამში გაჩნდა საგზაო ნიშნები, რომლებიც მძღოლებს აჩვენებენ რომ ისინი ზედმეტად ხმაურიანად დადიან.
ასეთი ავტომოყვარულები და მოტოციკლეტისტები დაინახავენ ეკრანს წარწერით Te Luid, რაც „ზედმეტ ხმაურს“ აღნიშნავს. საგზაო ნიშნები ხმაურის გასაზომი სპეციალური გადამცემებითაა აღჭურვილი, ამიტომ ისინი მხოლოდ მაშინ ჩაირთვებიან, როცა მათ ხმაურიანი მძღოლი ჩაუვლის. მაგალითად, ისეთი რომელმაც ძრავა ისე გადააკეთა რომ სარბოლო ავტომობილის ხმა ჰქონოდა.
როგორც ცნობილია, ხმაურის დაბინძურებით ევროპელთა 20% იტანჯება. ხმაური ბევრი სერიოზული დაავადების მიზეზია და ყოველწლიურად 12 ათასამდე ნაადრევ სიკვდილს იწვევს.