LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში ვირთხებთან ურთიერთობის გადახედვა გადაწყვიტეს

114
rats-amsterdam

ამსტერდამის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ადგილობრივებს ვირთხებთან ურთიერთობის გადახედვა შესთავაზეს. სიახლის შესახებ I am expat წერს.

სპეციალისტების აზრით, მღრღნელები მეტ დისკრიმინაციას განიცდიან ვიდრე მტრედები, ყვავები, ღამურები თუ ქალაქის სხვა მაცხოვრებლები. მაგალითად, ქალაქში აშენებულ ახალ კორპუსებში აწყობენ სპეციალურ ადგილებს, სადაც ღამურებს მშვიდად შეუძლიათ ცხოვრება, ისე რომ ადამიანები არ შეაწუხონ. ვირთხებს კი ნაკლებად ჰუმანური მეთოდებით ებრძვიან.

ვირთხების იმიჯის გასაუმჯობესებლად, ექსპერტებს სურთ ნაგვის კონტეინერების მღრღნელებისგან დაცვის სისტემით აღჭურვა, ხოლო ადამიანებისთვის იმის სწავლება, რომ ქუჩაში, ბინებში თუ აივნებზე საკვები აღარ დატოვონ.

ქალაქში შესაძლებელია ასევე შეიქმნას „ვირთხების ზონები“. იქ ვირთხებისთვის ყოველთვის იქნება საკვები და მშვიდად სირბილის შესაძლებლობა. ადგილობრივები კი შეძლებენ ამ ადგილებს ესტუმრონ და ვირთხებს უკეთ გაეცნონ.

ვირთხებს სხვადასხვა დაავადებების გადამტანად თვლიან, თუმცა სპეციალისტთა ინფორმაციით ისინი სხვა ცხოველებზე უფრო მეტად საშიშები ნამდვილად არ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები