LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში „ზონა 30“-ის დამსახურებით ავარიების რაოდენობა შემცირდა

108
ამსტერდამში „ზონა 30“-ის დამსახურებით ავარიების რაოდენობა შემცირდა

ამსტერდამში საგრძნობლად იკლო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ მას შემდეგ, რაც ქალაქის ბევრ ქუჩაზე სიჩქარის ლიმიტი 30 კმ/სთ-მდე შემცირდა. ახალი წესები ძალაში 2023 წლის დეკემბრიდან შევიდა.

ავტომობილების მონაწილეობით გამოწვეული ავარიების რაოდენობა 11%-ით შემცირდა, ხოლო ველოსიპედისტებისა და ქვეითების მონაწილეობით საგზაო შემთხვევების რიცხვი – 15%-ით. კვლევების მიხედვით, მძღოლების უმრავლესობა სიჩქარის ახალ ლიმიტს იცავს და აღნიშნულ ქუჩებზე ხმაურის დონეც შესამჩნევად ნაკლებია.

მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფო დახმარებისა და სხვა გადაუდებელი სამსახურების ეფექტურობა არ შემცირებულა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სისწრაფეც თითქმის უცვლელი დარჩა – ავტობუსებმა თითო მარშრუტზე საშუალოდ  40 წამით მეტი დრო დახარჯეს, ხოლო ტრამვაიმ – 10 წამით. ამასთან, ავტობუსებსა და ტრამვაებთან დაკავშირებული ავარიების რაოდენობა 24%-ით დაეცა.

მსგავსი „ზონა 30“-ის პოლიტიკა უკვე დანერგილია სხვა ევროპულ ქალაქებშიც, მათ შორის სოფიაში, პარიზსა და ბრიუსელში, აგრეთვე ესპანეთის არაერთ ქალაქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები