LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Android 7.1-ში შეცვლილი დიზაინის ხატულები იქნება

21

,,ავტორადიოზე’’ განთავსებულ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ Pixel launcher-ში ხატულების მრგვალი ფორმების შესახებ. დღეს კი გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, სადაც ახალი Android-ის დიზაინის ცვლილებაზეა საუბარი.

როგორც ჩანს, კომპანია Google-ი მაქსიმალურად ცდილობს სისტემის უნივერსალიზაციას. ეს რა თქმა უნდა გულისხმობს ერთი სტილის ხატულებისა და მინიმალისტური დიზაინის საყოველთაოდ დანერგვას.

თავდაპირველად აღნიშნული ვიზუალის მქონე ხატულები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Pixel-ისა და General Mobile-ის ხაზის სმარტფონებისთვის. რაც შეეხება სხვა მწარმოებლების მოწყობილობებს, ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ Google-ის აპების ხატულები იყოს ერთ სტილში გადაწყვეტილი. როგორებიცაა:

Camera,

Calendar,

Google Play Music,

Google Play Books,

Calculator, Hangouts,

Gmail, YouTube,

YouTube Gaming

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები