LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლმა „ხარებამ“ ბაქოს საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა!..

55

Ardaidardo.Ge

ანსამბლმა „ხარებამ“ ბაქოში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა. ამის შესახებ რადიო „არ დაიდარდოს“ საიტთან ტატო გოდერძიშვილმა ისაუბრა. ანსამბლი ბაქოში 8-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. ფესტივალი აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ეგიდით იმართება. ჟიურიში იყვნენ აზერბაიჯანში ცნობილი სახეები, დამსახურებული და სახალხო არტისტები.


ტატო გოდერძიშვილი:

მოხარული ვარ, რომ ეს ლამაზი თასი საქართველოში ჩამოვიტანეთ. ბაქოში გახლდით საერთაშორისო ფოლკლოლურ ფესტივალზე, რომლის გრან-პრიც მოვიპოვეთ. ფესტივალის სახელწოდებაა „მეგობრობის მერიდიანი“, რომელსაც არსებობის მრავალწლიანი ისტორია აქვს.

მაყურებლის წინაშე წარვდექით რამდენიმე სიმღერით, მათ შორის გარე კახური და „შენ მახველ“ შევასრულეთ, კონკურს გარეთ ჩემთან ერთად „ხარებამ“ ერთის აესტრადო სიმღერაც შეასრულა – ნუგზარ თუშიშვილის „საქართველო“, რომელიც „არ დაიდარდოს“ ეთერშიც გადის.

გადამრჯვებას ნამდვილად არ ველოდით. თასის გადმოცემის შემდეგ კახური მრავალჟამიერი ვიმღერეთ. გადმოგვცეს დიპლომები, ოქროს მედლები… ზაფხულში კი ორი სოლოკონცერტის გამართვა შემოგვთავაზეს, ამ წინადადებას, რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდით.

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები