LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტვერპენის ხელისუფლება საცობებს წყლის ტრანსპორტით შეებრძოლება

99

ანტვერპენის ხელისუფლება საცობებს წყლის ტრანსპორტით შეებრძოლება. ბელგიურ ქალაქში დიდი ცვლილებები იგეგმება და 2019 წლისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს წყლის ტრამვაი დაემატება. ანტვერპენის პორტი 6 ახალი ხომალდით შეივსება და მათგან სამი ელექტროძრავზე იმუშავებს. წყლის ტრანსპორტის მარშრუტი დასაწყისისთვის ალბერტის არხს და E313 ტრასის პარალელურ ქუჩას მოიცავს. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც საცობები ყველაზე ხშირად წარმოიქმნება. მომავალში კი უჩვეულო ტრამვაი ქალაქის სხვა ნაწილებშიც გამოჩნდება.

საინტერესოა, რომ ანტვერპენი ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, ამიტომ საცობები იქ უჩვეულო მოვლენა ნამდვილად არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები