ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი „გამონაბოლქვისგან თავისუფალ ზონად“ გამოაცხადეს და იქ შესვლას ყველა ავტომობილი ვეღარ შეძლებს. უფრო ზუსტად კი საუბარია ბენზინის ძრავიან 20 წლის და დიზელის ძრავიან 15 წლის მანქანებზე. ასეთი ავტომობილები ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია, თუკი მათ სპეციალური ფილტრი არ აქვთ, მაშინ ჰაერის დაბინძურების დონე ძალიან მაღალია.
ამიერიდან კი ეკოლოგიური უსაფრთხოების რეჟიმის დამრღვევ მძღოლებს ჯარიმის – 125 ევროს გადახდა მოუწევთ. პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, „მავნე“ ავტომობილების მფლობელებს მათი გამოცვლა, ან გადასაადგილებლად სხვა საშუალების მოძებნა მოუწევთ.