LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple კიდევ ერთ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობს

79

ეს ინფორმაცია ყველაზე საინტერესო ალბათ მძღოლებისათვის იქნება. კომპანია Apple მუშაობს ახალ ინოვაციურ პროექტზე, რომელიც მძღოლებს მისცემს საშუალებას უკეთ გააკონტროლონ მოძრაობა.

კომპანია წარმოგვიდგენს საქარე მინაზე ჩამონტაჟებულ უხილავ მონიტორს, რომელზეც დამონტაჟებული იქნება ჩიპი, რაც საშუალებას მისცემს მძღოლებს დაინახონ თუ რამდენი მეტრით არიან დაშორებულნი წინა ავტომობილს. გარდა ამისა უხილავი დისფლეის საშუალებით დავინახავთ ჩვენს სისწრაფეს, მოძრაობის ტრაექტორიასა და გზაზე არსებულ საგზაო ნიშნებსაც.

კომპანია ამ პროექტის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს, თუმცა სავარაუდოდ, ამ ინოვაციით ძალიან ბევრი ავტოკომპანია დაინტერესდება და არაა გამორიცხული მომავლის ავტომობილებში თავი ისე ვიგრძნოთ როგორც ვიდეოთამაშებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები