კომპანია Apple-მა საკუთარი ავტოპილოტის ტესტირება დაიწყო და ახალი სისტემით ქროსოვერი Lexus RX 450h აღჭურვა.
ავტონომიური მართვის სისტემების გამოცდის უფლება კალიფორნიიის გზებზე Apple-მა ორი კვირის წინ მიიღო. სატესტო პროტოტიპი კამერებითა და სენსორებით აღჭურვა. Bloomberg-ი წერს, რომ ყველა სენსორის შეძენა თავისუფალია და არცერთი მათგანი უნიკალური გამოგონება არ არის.
პირველად ხმები იმის შესახებ, რომ Apple უპილოტო ავტომობილზე მუშაობდა, ორი წლის წინ გაჩნდა. ამბობდნენ, რომ Apple ელექტროავტომობილების დამუხტვის საშუალებებს სწავლობდა, ბერლინში ”საიდუმლო ლაბორატორია” გახსნა მოდელის პროექტირებისთვის და საავტომობილო სფეროდან სპეციალისტებიც კი დაიქირავა.
თუმცა, 2016 წელს Apple-მა საკუთარ ავტომობილზე უარი თქვა და ამის ნაცვლად ავტოპილოტის სისტემის შექმნაზე მობილიზება ამჯობინა, რომელსაც ავტომწარმოებლებს მიყიდის.