პრემიერლიგის სეზონის დაწყებამდე ფანმა „ლესტერის“ ჩემპიონობაზე დადო, მაგრამ უკვე პირველი ტურის შემდეგ გაანაღდა.
წინდაუხედავმა გულშემატკივარმა საბუქმეკერო კანტორების ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო – 2500 ფუნტის ნაცვლად სულ რაღაც ნახევარი წაიღო.
„მელიების“ ქომაგმა სეზონის გახსნამდე 50 პენსი (ნახევარი ფუნტი) დადო „ლესტერის“ პირველობაზე კოეფიციენტით 5000. ჩემპიონატის სასტარტო მატჩის შემდეგ („ლესტერმა“ 4:2 მოუგო „სანდერლენდს“) ბიჭმა 95 პენსი აიღო და მოგება 45 პენსი გამოუვიდა. ამასთან დაკავშირებით საბუქმეკერო კანტორა Ladbrokes-მა განცხადება გაავრცელა:
„ეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ცუდი განაღდება. ბევრმა წაიღო ფული სეზონის შუაწელს, მაგრამ პირველივე თამაშის შემდეგ ასე მხოლოდ ერთი მოიქცა. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ მომდევნო სეზონში დავფაროთ გასვლით თამაშებზე ყველა მისი ხარჯი და ვთავაზობთ კიდევ ერთი საჩემპიონო ფსონი დადოს, მისი მწუხარება ოდნავ მაინც რომ შევამსუბუქოთ“.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ლესტერს“ ჩემპიონობამდე აღარაფერი უკლია. „მელიები“ 7 ქულით უსწრებენ „ტოტენჰემს“ და ერთი თამაშის მოგებაც ყოფნით, თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ სამივე რომ წააგონ, მაინც გახდნენ ჩემპიონები.