LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინის ფანი მუნდიალის მოგებას ქუჩაში ყოველდღე აღნიშნავს: ასე იქნება 2026 წლის მსოფლიომდე

128
-mClvYVs1_720x0__1

არგენტინაში გულშემატკივარი ნაკრების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ყოველდღე აღნიშნავს.

გილერმო ქალაქ ვილია-დომინიკოში ცხოვრობს, ბუენოს აირესის სიახლოვეს და ყოველდღე გადის ქუჩაში არგენტინის დროშით. მისი თქმით, ასე მოქცევას აპირებს 2026 წლის მუნდიალამდე.

„ეს მშვენიერია, დატკბე გამარჯვების გემოთი. მსოფლიო ჩემპიონატი ბრძოლისა და წინაღობების გადალახვის გამოხატულება გახდა.

საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ არ ვიცოდი რა მექნა, ენერგია უნდა დამეცალა. ავიღე დროშა და გავედი ქუჩაში. მარტო ვიყავი და ყველა მე მიყურებდა. მინდოდა ხალხისთვის იმ რთულ მომენტში ძალა მიმეცა.

მას შემდეგ ყოველდღე გავდივარ ქუჩაში. შვებულების დროსაც არ გავჩერებულვარ. დროშა თან წავიღე და სანაპიროზე ასე დავდიოდი.

მსოფლიო ჩემპიონატი ყოველდღე არ ტარდება. აღნიშვნის არსი იმის შეგნებაშია, რომ არსებობს ღირებულება, რომ მას ფასეულობა გააჩნია და მარტივად არაფერი კეთდება. უნდა იბრძოლა და მსხვერპლი გაიღო რაიმეს მისაღწევად. აი ამიტომ წვიმაში, სიცივესა თუ ქარში მაინც გავდივარ ქუჩაში. და ეს ენერგიით მავსებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები