LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ჭამოთ, თორემ… საფრანგეთში თითოეულ გრამს აკონტროლებენ

24

”მონპელიეს” ფეხბურთელები დღესასწაულების შემდეგ მომატებული ყოველი გრამისათვის 1 ევროს გადაიხდიან. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრედერიკ ანტცი და ”მონპელიეს” ხელმძღვანელობა მკაცრად გააკონტროლებს მოთამაშეებს, რომლებიც საშობაო არდადეგებზე იმყოფებიან. გამგზავრებამდე ყველა ფეხბურთელმა გაიარა აწონვის პროცედურა, დაბრუნების შემდეგ კი ყოველ მომატებულ გრამზე ერთი ევროს გადახდა მოუწევთ.

”ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთი ევრო ბევრი არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ კილოგრამში 1000 გრამია, მოტივაცია ნამდვილად არსებობს”, – ციტირებს ანტცის სიტყვებს Le Parisien.

C0ju9UZWEAA0jlG

ლიგა 1-ის 19 ტურის შემდეგ „მონპელიე“ მე-11 ადგილს იკავებს, ფრედერიკ ანტცი კი გუნდს 2016 წლის დასაწყისიდან უძღვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები