LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მესმის როგორ წავაგეთ

16

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეტად დასანანი თამაში წააგო იაპონიასთან (22:28). გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგის ათეულში აღმოჩნდებოდნენ. სამწუხაროდ, ეს ამბავი გადაიდო, არადა მიზანთან ახლოს ვიყავით და ასეთ დასანან წაგებაზე წუხდნენ კიდეც მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანი.

მილტონ ჰეიგმა მატჩის აღნიშნა, რომ გუნდმა ეს თამაში მალე უნდა დაივიწყოს, თუმცა მანამდე შეცდომების გაანალიზებაა საჭირო და გუნდთან ერთად ყველაფერს დეტალურად გაივლის. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნისათვის.

“შემადგენლობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ამას ხაზგასმით ვამბობ. მომწონს ჩემი გუნდის მოთამაშეები. შეცდომებს იმ დროს უშვებს გუნდი, როდესაც მოწინააღმდეგე წნეხში აქცევს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამას ანალიზის დროს აუცილებლად განვიხილავთ.
რა თქმა უნდა, რთულია, როცა რამდენჯერმე ლელოსთან ახლოს ხარ და რამდენიმე წამში შენ მოგიწევს საკუთარ ძელებთან დადგომა. ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ, თუმცა აუცილებლად უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ თამაში, თუ რას მოჰყვა დღევანდელი მარცხი.
ყოველი თამაშიდან გამოცდილებას ვიღებთ. მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებ თუ წააგებ, გამოცდილება მოდის და მთავარია ახლაც ასე იყოს. ბურთი უფრო მეტად უნდა გვეჭიროს, დაცვაშიც ხარვეზებია, მაგრამ არა მგონია, რომ ბევრი რამ იყოს შესაცვლელი სამოასთან მატჩის წინ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ვიზრდებოდით და ამ თამაშსაც პროგრესისთვის”, – განაცხადა ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ აღნიშნა, რომ მეტოქე ბევრად სუსტი იყო, ვიდრე აქამდე.
“პირველ ყოვლისა მინდა მივულოცო იაპონიას გამარჯვება. თუმცა, რაც მე იაპონიასთან მითამაშია, ეს ყველაზე სუსტი გუნდია. მათ დიდი ხანია არ შევხედრილვარ და არ მესმის როგორ წავაგეთ. ძალიან გულდასაწყვეტია. როცა ასე ჯაბნი გუნდს და აგებ… არ ვიცი… ვერ ვიტყოდი, რომ ბევრჯერ დავჯარიმიდით, არ ვიცი ვის დავაბრალო წაგება. ვფიქრობ, იაპონია არაა ისეთი გუნდი, რომ უჯარიმოდ ითამაშო. მართალია, ექვსი ერის წევრი არაა, მაგრამ მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფურორი მოახდინეს”, – განაცხადა გორგოძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები