როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთოთ, ეს არის გრეიპფრუტის მიღება მაშინ, როდესაც წამლებს სვამთ და ასეთი პრეპარატების სია ეტაპობრივად იზრდება.
გრეიპფრუტი და მისი წვენი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყოლოთ სტატინებს, ანუ ქოლესტერინის დამწევ საშუალებებს. გრეიპფრუტი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ღვიძლის ფუნქციონირებას უშლის ხელს და ასევე წამლებს არ აძლევს საშუალებას, უწვრილეს ნაწილაკებად დაიშალონ. ამის შედეგად, შესაძლოა, ორგანიზმში პრეპარატის ზედოზირებაც მოხდეს.
გრეიპფრუტის წვენთან ერთად ვერ „თანაარსებობს“ გულის პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიბიოტიკები, მოკლედ, 50-ზე მეტი დასახელების წამალი, ამიტომაც რეკომენდებულია, წამლის დალევისას საერთოდ შეიკავოთ თავი გრეიპფრუტის ნებისმიერი სახით მიღებისგან.