LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არა, ზაფხულო, არ წახვიდე!” – გვინეტ პელტროუ ზაფხულს დაემშვიდობა

49

მართალია, ზაფხულის ბოლომდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ მოღრუბლულ, ნაღვლიან შემოდგომაზე ფიქრმა უკვე ბევრს გაუფუჭა გუნება. როგორც ჩანს, იგივე განწყობაზეა გვინეტ პელტროუც, რომელმაც “ინსტაგრამზე” შვილების – 14 წლის ელისა და 12 წლის მოზესის ფოტო გამოაქვეყნა საკმაოდ მელანქოლიური მინაწერით: “არა, ზაფხულო, არ წახვიდე!”

სავარაუდოდ, ფოტო მსახიობის სახლშია გადაღებული, რადგან თაყვანისმცემელთა ნაწილი სწორედ პელტროუს მოვლილმა ბაღმა და იდეალურად გაკრეჭილმა გაზონმა აღაფრთოვანა, ნაწილმა მისი მოწყენილობა გაიზიარა, ნაწილმა კი, აღნიშნა, რომ ელი და მოზესი გაიზარდნენ და საგრძნობლად შეიცვალნენ. “ულამაზესი ელი და მოზესი ყოველდღე იცვლებიან”, “მშვენიერი ბავშვები არიან”, “ძალიან ჰგვანან პატარა კრისსა და გვინეტს” – აღნიშნეს კომენტარებში 45 წლის ვარსკვლავის ფანებმა.

მართალია, ბავშვების მამას, კრის მარტინს პელტროუ 2013 წელს 13-წლიანი ქორწიების შემდეგ დაშორდა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა მაინც შეინარჩუნა, ახლა კი, ბრედ ფელჩაკთან ერთად ცხოვრობს, რომელთან ურთიერთობაც აპრილის თვეში დააკანონა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები