LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბული ბღუჯა ფული: ყატარი მუნდიალისთვის ყოველ კვირა ნახევარ მილიარდს ხარჯავს

44

ყატარი მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე კვირაში თითქმის 500 მლნ ევროს ხარჯავს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ალი შარიფ ალ-ემადის განცხადებით ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად კვირაში 468 მლნ ევრო იხარჯება, მთლიანად მუნდიალის გასამართად კი, Vice Sport-ის ცნობით ყატარი 187,2 მლრდ ევროს დახარჯვას გეგმავს.

ალ-ემადის განცხადებით, აღნიშნული თანხა არა მხოლოდ სტადიონების კეთილმოწყობას მოხმარდება, არამედ ბიუჯეტში გათვალისწინებულია გზების, აეროპორტის, საავადმყოფოებისა და რკინიგზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ხარჯებიც. ფინანსთა მინისტრს არ მიაჩნია, რომ მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება.

”ფული იხარჯება ინფრასტრუქტურაზეც და მსოფლიოს ჩემპიონატთან ირიბად დაკავშირებულ ობიექტებზეც – ისეთებზე, როგორიც გზები და პოლიკლინიკებია”, -აცხადებს ალ-ემადი,თუმცა თავად განსაჯეთ.

ბრაზილიამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციოდ მხოლოდ 10,3 მლრდ ევრო დახარჯა, რუსეთი კი 2018 წლის მუნდიალისათვის 10 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები