LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაჩვეულებრივი ვარდისფერი ლაგუნა მექსიკაში

27

ბუნების საოცრებად წოდებული – ლას-კოლორადოს ვარდისფერი ლაგუნა, იმდენად ლამაზი და ორიგინალურია, რომ ბევრს არც სჯერა მისი ბუნებრივობის. თუმცა, ის აბსოლუტურად რეალურია, მეცნიერებს კი, განსხვავებული ფერის თავისი ახსნა აქვთ.  

იშვიათი ფერის გარდა, ლაგუნა თავისი ქათქათა თეთრი და მარილიანი ქვიშითაცაა ცნობილი, საოცარ ფერს კი, წყალში არსებული წითელი პლანქტონების და არტემიების პიგმენტები და ქიმიური ნივთიერებები ქმნიან. ასე რომ, მაგიური აქ არაფერია და ბევრის ეჭვის მიუხედავად, ლაგუნა აბსოლუტურად ბუნებრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები